თბილისში, საბურთალოს რაიონში, საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი და ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გარდაცვლილების ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
როგორც ცნობილია, ახლობლები შეშფოთდნენ, რადგან გარდაცვლილები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ და კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ ისინი იმ კორპუსში, სადაც წყვილი ცხოვრობდა.
ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ბინის კარი შეამტვრიეს. ბინაში შესულებს ორი ადამიანის ცხედარი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა მსგავსი ტიპის შემთხვევებისას, სანამ გამოძიება დამატებით დეტალებს არ დაადგენს.
ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ტრაგედიის რეალური მიზეზი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.