UFC-ის მძიმე წონის დივიზიონში ახალი ძალა მყარად მკვიდრდება. ჯოშ ჰოკიტმა „UFC Freedom 250“-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დერიკ ლუისის წინააღმდეგ კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლა თავიდანვე ჰოკიტის კარნახით მიმდინარეობდა. პირველივე რაუნდში მან ლუისი პარტერში გადაიყვანა და დომინირება დაიწყო. ჰოკიტმა მეტოქეს სახეზე დაზიანებები მიაყენა და რაუნდის მიწურულს „არმბარის“ შესრულებაც სცადა, თუმცა დროის ამოწურვამ მას ტექნიკური დასრულების საშუალება არ მისცა.
მეორე რაუნდში ჰოკიტმა ტაქტიკა შეცვალა და ბრძოლა ფეხზე გააგრძელა. ის დერიკ ლუისს მუდმივად აწვებოდა მარჯვენა ხელის დარტყმებით. საბოლოოდ, ლუისმა წონასწორობა დაკარგა და იატაკზე აღმოჩნდა, სადაც ჰოკიტმა დამატებითი დარტყმებით მსაჯი აიძულა ბრძოლა შეეწყვიტა. გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით (TKO) მეორე რაუნდის მეოთხე წუთსა და მეცხრე წამზე დაფიქსირდა.
რა ელის ჰოკიტს მომავალში?
ეს გამარჯვება ჰოკიტისთვის რიგით მეოთხეა UFC-ში და სამი მათგანი მან ვადაზე ადრე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მის წინა მსხვერპლი ცნობილი მებრძოლი კერტის ბლეიდსი იყო. ჰოკიტმა უკვე დააფიქსირა სურვილი, რომ ალექს პერეირას დაუპირისპირდეს, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის უფრო სავარაუდოდ ალექსანდრ ვოლკოვთან ან სერგეი პავლოვიჩთან შეხვედრას მიიღებს.
თუ ჰოკიტი მორიგ ბრძოლასაც მოიგებს, ის ოფიციალურად გახდება მძიმე წონის სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი. მისი სწრაფი პროგრესი და დომინანტური სტილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დიდ ყურადღებას იპყრობს.
UFC Freedom 250-ის შედეგები
- ილია თოფურია vs ჯასტინ გეიჯი
- ალექს პერეირა vs სირილ განე
- შონ ომალი vs აიმან ზაჰაბი
- ჯოშ ჰოკიტი დაამარცხა დერიკ ლუისი (TKO, R2)
- მაურისიო რუფიმ დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი (TKO, R1)
- ბო ნიკალმა დაამარცხა კაილ დაოკაუსი (TKO, R1)
- დიეგო ლოპესმა დაამარცხა სტივ გარსია (KO, R2)







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.