UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და პრესტიჟული ღონისძიება, UFC Freedom 250, ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარედ დაგეგმილი ტურნირის დაწყების დრო ერთი საათით გადაიწია.

ორგანიზატორების ოფიციალური განცხადებით, სატელევიზიო ტრანსლაცია კვლავ 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა თავად ორთაბრძოლები 21:00 საათზე აიღებს სტარტს. ცვლილების მიზეზი რეგიონში არსებული არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობებია — სინოპტიკოსები ძლიერ ჭექა-ქუხილს პროგნოზირებენ.

ღია ცის ქვეშ გამართული რისკიანი ტურნირი

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გამართვის მოწინააღმდეგეა. მან კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გადაწყვიტა სტადიონის ტიპის არენაზე ტურნირის ჩატარება. ვაშინგტონის შემთხვევაში, ამინდმა ორგანიზატორებს დაუყოვნებელი კორექტივების შეტანა აიძულა.

UFC-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ერთი საათის დაგვიანება საკმარისი იქნება უამინდობის თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელს საკმაოდ ხანგრძლივი ღამე ელოდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე.

საღამოს მთავარი მოვლენები

მიუხედავად ცვლილებებისა, „ფრიდომ 250“ რჩება წელს დაგეგმილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. საღამოს მთავარი მატჩი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯს შორის გასამართი შორის გამართული დაპირისპირებაა, სადაც მსუბუქი წონის ტიტულის გაერთიანება მოხდება.

გარდა ამისა, გულშემატკივრები იხილავენ შემდეგ დაპირისპირებებს:

  • ალექს პერეირა vs. სირილ განე (მძიმე წონის დროებითი ტიტული)
  • შონ ო'მალი vs. აიმან ზაჰაბი
  • ჯოშ ჰოკიტი vs. დერიკ ლუისი
  • მაურისიო რუფინი vs. მაიკლ ჩენდლერი
  • ბო ნიკალი vs. კაილ დოკაუსი
  • დიეგო ლოპესი vs. სტივ გარსია

დანა უაითმა ამ ტურნირისთვის რეკორდული ბონუსები დააწესა. „ღამის საუკეთესო შესრულებისთვის“ გამარჯვებულები 425 000 დოლარს მიიღებენ, ხოლო „ღამის საუკეთესო ბრძოლისთვის“ ორივე მონაწილე 400 000 დოლარით დაჯილდოვდება.