UFC Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, რომელმაც „თეთრ სახლში“ უმასპინძლა სპორტულ სამყაროს, ორგანიზაციამ Pound-for-pound (P4P) რეიტინგი ოფიციალურად განაახლა. ტურნირის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო, რომლის შედეგებიც რეიტინგულ ცვლილებებზე პირდაპირ აისახა.
„ელ მატადორმა“ შეხვედრა დათმო, რის გამოც რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდა. თუ აქამდე თოფურია მეორე ადგილს იკავებდა, განახლებულ სიაში ის მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
რეიტინგის სათავეში ცვლილებებია: მეორე ადგილზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი გადავიდა, მესამე პოზიციას კი პიოტრ იანი იკავებს. რაც შეეხება ილია თოფურიას დამმარცხებელს, ჯასტინ გეიჯის, რომელიც რეიტინგში მანამდე წარმოდგენილი არ იყო, ის პირდაპირ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
რეიტინგის ათეულში ცვლილებებია სხვა მებრძოლებისთვისაც. თოფურიას შემდეგ ტომ ასპინალი მოდის, ხოლო შონ სტრიკლენდი მეშვიდე ადგილს იკავებს. ალექს პერეირა, რომელმაც სირილ განთან ბრძოლა წააგო, ოთხი ადგილით დაქვეითდა და ამჟამად მერვე პოზიციაზეა.
სიაში ორი ადგილით დაქვეითდა მერაბ დვალიშვილიც. ქართველი მებრძოლი ამჟამად რეიტინგის მეცხრე ადგილს იკავებს, ათეულს კი ჯოშუა ვენი ასრულებს.
განახლებულ რეიტინგში ახალი სახელიც გამოჩნდა: სირილ განი, რომელმაც პერეირას დამარცხებით თავისი პოზიცია გაიუმჯობესა, რეიტინგში შევიდა და ხამზატ ჩიმაევის შემდეგ, მე-12 ადგილზე განთავსდა. მის შემდეგ რეიტინგში ალეშანდრე პანტოჟა, ჩარლზ ოლივეირა და არმან ცარუკიანი მოდიან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.