Boox-მა თავისი ყველაზე პატარა ზომის ელექტრონული წიგნების მკითხველის, Go 6-ის განახლებული ვერსია წარადგინა. Go 6 (Gen II) წინამორბედისგან განსხვავებით, ახლა სტილუსის მხარდაჭერით არის აღჭურვილი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ წაიკითხოს, არამედ გააკეთოს ხელნაწერი ჩანაწერები, დასვას ანოტაციები დოკუმენტებზე ან უბრალოდ ისკიცოს.
მოწყობილობა ინარჩუნებს 6-ინჩიან, 300PPI გარჩევადობის E Ink ეკრანს, თუმცა მწარმოებელმა მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება შეიტანა. ოპერატიული მეხსიერება 2GB-დან 3GB-მდე გაიზარდა, რაც მოწყობილობის მუშაობას უფრო სტაბილურს ხდის. ახალი მოდელი თავსებადია Boox-ის InkSense Plus სტილუსთან.
Go 6 (Gen II) ოპერაციულ სისტემად Android 11-ს იყენებს და მხარს უჭერს Google Play Store-ს. ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დააინსტალიროს როგორც Amazon-ის, ისე Kobo-ს აპლიკაციები, რაც პრაქტიკულად აერთიანებს სხვადასხვა პლატფორმის შესაძლებლობებს ერთ კომპაქტურ გაჯეტში.
მოწყობილობის ფასი 199.99 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო InkSense Plus სტილუსთან ერთად მისი შეძენა 232.99 დოლარად არის შესაძლებელი. მიწოდება 17 ივნისიდან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებულ სხვა 6-ინჩიან მკითხველებთან შედარებით ფასი უფრო მაღალია, Boox-ი მომხმარებელს მეტ მოქნილობას სთავაზობს.
ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, Go 6 (Gen II) არ ჩამორჩება ლიდერებს. მოწყობილობას აქვს ეკრანის განათების რეგულირების ფუნქცია, Wi-Fi, Bluetooth და 1,500mAh მოცულობის ბატარეა. მნიშვნელოვანი უპირატესობაა 32GB შიდა მეხსიერება, რომლის გაფართოებაც microSD ბარათის საშუალებით არის შესაძლებელი, რაც იშვიათი მოცემულობაა ამ კატეგორიის მოწყობილობებისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.