სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მოქალაქე გიორგი გედენიძე 2 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე იქნა მიღებული.
წვრილმანი ხულიგნობა და კანონი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გედენიძის ქმედება კვალიფიცირდა, როგორც წვრილმანი ხულიგნობა. ეს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით რეგულირდება.
კანონმდებლობის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა მოიცავს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ქმედებებს, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მოქალაქეთა სიმშვიდეს.
საჭიროა თუ არა მოქალაქის მომართვა?
უწყებამ განმარტა, რომ მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მომართვა აუცილებელი პირობა არ არის. შსს-ს განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კანონდარღვევის გამოვლენისთანავე მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.