ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატები ისრაელის ქმედებებზე პასუხისმგებლად გამოაცხადა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ესმაილ ბაღაის თქმით, ვაშინგტონს რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო ანგარიშვალდებულება ეკისრება.
ირანული სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით, ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე დიპლომატიური პროცესების მონაწილეა. შესაბამისად, რეგიონში ნებისმიერი ესკალაცია პირდაპირ უკავშირდება ვაშინგტონის პოლიტიკას.
მოლაპარაკებების ჩიხი
ირანული მხარე ხაზს უსვამს, რომ 8 აპრილის შეთანხმება, რომლის მიზანიც კონფლიქტის დეესკალაცია იყო, ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას. ბაღაის განმარტებით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მხარეები ლიბანში ვითარების დარეგულირებაზეც მუშაობდნენ.
„რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დადგენილია. აშშ-ს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
თეირანში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წინაპირობების უგულებელყოფა დიპლომატიურ არხებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ირანის პოზიციით, მოლაპარაკებების თავდაპირველი მიზანი სამხედრო დაპირისპირების დასრულება იყო, თუმცა მიმდინარე პროცესები ამ მიზანს აშორებს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც აისახება როგორც საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებზე, ისე უსაფრთხოების გარემოზე ახლო აღმოსავლეთში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.