სენაკში, ზუგდიდის ქუჩაზე, მძიმე დანაშაული მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. 65 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით.

აღნიშნული მუხლი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.