თბილისი კიდევ ერთხელ ემზადება რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსის გასამყარებლად. 19-21 ივნისს დაგეგმილი Global Tech Weekend Tbilisi 2026 კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების მთავარი შეკრების ადგილი იქნება.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი სტუდიო ლიბერთი გახდა. მხარდაჭერა საერთო ღირებულებებს ეფუძნება – ორივე ბრენდის მთავარი მიზანია ინოვაციური სივრცის შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და პირად განვითარებას ერთმანეთს უკავშირებს.

„სტუდიო ლიბერთისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს განათლებას და საერთაშორისო შესაძლებლობების გაჩენას. ეს პლატფორმა საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მსოფლიოს აკავშირებს“, – აცხადებს ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სამდღიანი ღონისძიების კულმინაცია 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში გაიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ დარგის ექსპერტებს და დაამყარონ საქმიანი კავშირები. ლიბერთის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბანკინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ღონისძიების მთავარ სცენაზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ აუდიტორიას.

Global Tech Weekend Tbilisi-ს თანადამფუძნებელი ნოდო ივანიძე აღნიშნავს, რომ პარტნიორების მხარდაჭერა ღონისძიებას უფრო მასშტაბურსა და ხელმისაწვდომს ხდის. 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსებული ეს ინიციატივა თბილისში უკვე მეორედ იმართება.

სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებული პირობებით იქნება შესაძლებელი. Mastercard World Elite და Visa Platinum ბარათების მფლობელები ბილეთების შეძენისას 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, ბილეთების პლატფორმებზე (Biletebi.ge ან TKT.GE) არჩევანის გაკეთება სტუდიო ლიბერთის შესაბამის ბმულზე. Global Tech Weekend-ის წლევანდელი პროგრამა მოიცავს 40-ზე მეტ დამატებით ღონისძიებას და საერთაშორისო მედიის, მათ შორის Forbes-ისა და Euronews-ის აქტიურ გაშუქებას.