პარიზში მიმდინარე „როლან გაროსი“ მოულოდნელი შედეგებით გრძელდება. ოთხგზის ჩემპიონი იგა შვიონტეკი ტურნირს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა. საკუთარ 25-ე დაბადების დღეზე პოლონელი ჩოგბურთელი უკრაინელმა მარტა კოსტიუკმა ორ სეტში, ანგარიშით 7-5, 6-1 დაამარცხა.

შვიონტეკი, რომელიც ტიტულის მეხუთედ მოპოვებას ცდილობდა, მიმდინარე ტურნირის იმ ვარსკვლავთა რიგებს შეუერთდა, რომლებმაც შეჯიბრება მოულოდნელად ნაადრევად დაასრულეს.

Swiatek was the latest big-name exit at Roland Garros [Julien De Rosa/AFP]

აღსანიშნავია, რომ „როლან გაროსი“ წელს განსაკუთრებით დრამატული გამოდგა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ტურნირს გამოეთიშნენ მამაკაცთა შორის რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი, 24-გზის „დიდი სლემის“ გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი და ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონი კოკო გაუფი.

მარტა კოსტიუკმა, რომელმაც კარიერაში პირველად მოახერხა შვიონტეკის წინააღმდეგ სეტის მოგება, გამარჯვების შემდეგ ემოციები ვერ დამალა. „ჯერ კიდევ შოკში ვარ“, — განაცხადა მან მატჩისშემდგომ ინტერვიუში. უკრაინელი ჩოგბურთელი აღნიშნავს, რომ მისთვის თამაში შედეგზე მეტად პროცესის სიყვარულს უკავშირდება.

Kostyuk celebrates after winning [Anne-Christine Poujoulat/AFP]

კოსტიუკმა მიმდინარე სეზონში თიხის საფარიანი კორტების სერია 15-0 შედეგით განაგრძო. იგი შემდეგ ეტაპზე ელინა სვიტოლინასა და ბელინდა ბენჩიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა: რუმინელმა ვეტერანმა სორანა კირსტიამ კარიერაში პირველად, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, „როლან გაროსის“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. 36 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს, ჩინელი ვან სინიუ ორი სეტში დაამარცხა.

კირსტიას ეს მიღწევა „ღია ერას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ინტერვალია ორ მეოთხედფინალს შორის. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამბიციებსა და ოცნებებს ვადა არ აქვს“, — განაცხადა რუმინელმა.

Romania’s Sorana Cirstea celebrates her victory [Alain Jocard/AFP]