ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში“ საქართველოს მმართველობის ეფექტურობას დადებითად აფასებს. ქვეყანამ კოორდინირებული მმართველობის კრიტერიუმით მსოფლიო მასშტაბით 24-ე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-13 ადგილი დაიკავა.
კვლევის მეთოდოლოგია
რეიტინგის შედგენისას საფუძვლად ბეტსელმანის ფონდის გლობალური გამოკვლევა იქნა აღებული. ანალიტიკოსები ორ მთავარ საკითხზე აკეთებდნენ აქცენტს: რამდენად წარმატებით ახერხებს მთავრობა კონფლიქტური მიზნების თანმიმდევრულ პოლიტიკაში მოქცევას და რამდენად ეფექტურად მუშაობს არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის.
პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მმართველობითი სისტემა კონკურენციას უწევს ისეთ გავლენიან გაერთიანებებს, როგორიცაა ნატო, ევროკავშირი და OECD. კერძოდ, საქართველო რეიტინგში უსწრებს 15 სახელმწიფოს, მათ შორის:
- იაპონიასა და შეერთებულ შტატებს;
- ისრაელსა და თურქეთს;
- ევროკავშირის ისეთ წევრებს, როგორებიცაა ირლანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და რუმინეთი.
გარდა ამისა, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება ისეთ წამყვან ეკონომიკებს, როგორებიცაა გერმანია, იტალია, შვედეთი და ავსტრია. სიაში ასევე მოხვდნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ლატვია, რაც მიუთითებს მმართველობითი პროცესების კოორდინაციის მაღალ ხარისხზე.
კვლევა ადასტურებს, რომ სამინისტროებს შორის კომუნიკაცია და პოლიტიკის თანმიმდევრულობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების დინამიკის შესაფასებლად. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, კოორდინირებული მმართველობა სახელმწიფოს მდგრადობისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ინდიკატორია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.