ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. Iran International-ის ინფორმაციით, ფეზეშქიანმა ქვეყნის უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის, ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა.
გავრცელებული ცნობებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ირანის სახელმწიფო მმართველობაში არსებული კრიზისია. პრეზიდენტი მიუთითებს, რომ მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრაქტიკულად ჩამოშორებულნი არიან ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებას.
ფეზეშქიანის წერილში ხაზგასმულია, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ქვეყნის მართვის სადავეები სრულად საკუთარ ხელში აიღო. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთ პირობებში ის საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას ვეღარ ახერხებს.
სწორედ ამ გარემოებების გამო, ფეზეშქიანმა მოითხოვა დაუყოვნებლივი გადადგომა. ოფიციალური თეირანი ჯერჯერობით არ აკეთებს დამატებით განმარტებებს წერილის შინაარსსა და პრეზიდენტის შემდგომ ნაბიჯებზე.
ვითარება ირანის პოლიტიკურ წრეებში დაძაბულია, რადგან მმართველობის სტრუქტურაში არსებული კონფლიქტი პირდაპირ აისახება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. მიმდინარე მოვლენები ირანის პოლიტიკური სტაბილურობის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.