„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მაღალ რისკზე საუბრობს. მისი თქმით, ბრიუსელში ამ საკითხის განხილვა 11 ივნისს იგეგმება, რასაც შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უარყოფითი გადაწყვეტილება მოჰყვეს.
გვარამიას შეფასებით, ევროკავშირის პოლიტიკა რეგიონში იცვლება. კავშირმა უკვე დაიწყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურები, სომხეთი კი ევროპასთან დაახლოების პროცესს აჩქარებს, რისთვისაც 50 მილიონი ევროს ფინანსურ მხარდაჭერასაც მიიღებს.
ამ ფონზე, ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებას გვარამია კრიტიკულად აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დაბრუნებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა არგუმენტს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს იშველიებს.
მეორე ნაწილი კი, რომელიც მანამდე „რევოლუციის“ მოწოდებებით გამოირჩეოდა, გვარამიას თქმით, ახლა 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს ჯგუფი არჩევნების მოპოვების ნაცვლად, პარტნიორების კრიტიკასა და მათთან პოლიტიკურ გამიჯვნას ამჯობინებს.
გვარამია იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს ეყოფა პოლიტიკური გამძლეობა, საღი აზრი და ენერგია, რათა არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხონ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.