რუსთავში საზარელი დანაშაული მოხდა. გარეჯის ქუჩაზე არასრულწლოვანმა შუახნის მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგამოძიებო ჯგუფები, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს საპროცესო მოქმედებები. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები, მათ შორის დანაშაულის მოტივი ან მხარეებს შორის არსებული კავშირი, ოფიციალურად არ ხმაურდება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რათა დადგინდეს მომხდარის ზუსტი გარემოებები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.