რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქში სამხედრო ავიაციის ინციდენტი მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის კატასტროფას ხანძარი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა მათი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი დაადასტურა. უწყების განცხადებით, ბომბდამშენი დაშვებისას ჩამოვარდა. ოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავი გეგმურ სასწავლო ფრენას ასრულებდა.

Ту-22М3 წარმოადგენს ზებგერით ბომბდამშენს, რომელიც აღჭურვილია ცვალებადი გეომეტრიის ფრთებით. ეს ტიპის თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ხშირად გამოიყენება შორ მანძილზე ოპერაციებისთვის.

ამ ეტაპზე ავარიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები არ სახელდება. რუსული მხარე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

ინციდენტი ირკუტსკის ოლქში მას შემდეგ მოხდა, რაც რუსული ავიაცია რეგულარულად ატარებს მსგავსი ტიპის წვრთნებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. სამხედრო ექსპერტები მსგავსი შემთხვევების მიზეზად ხშირად ტექნიკურ გაუმართაობას ან ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.