ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და უზრუნველყოს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა. საერთაშორისო გაერთიანების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ALDE-ს შეფასებით, ხოშტარია უკვე თითქმის 10 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მასზე სათანადო სამედიცინო ზრუნვა არ განხორციელებულა, რამაც მისი ჯანმრთელობის სწრაფი და შეუქცევადი გაუარესება გამოიწვია.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ პოლიტიკოსს სასწრაფო წესით არ ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიადგეს, რაც, მათ შორის, სიარულის უნარის შეზღუდვითაც კი შეიძლება დასრულდეს.
„მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ელენე ხოშტარიას. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება“, - ნათქვამია ALDE-ს ოფიციალურ მიმართვაში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.