რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ რაიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს. 8 ივნისს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15-მა მძიმე დაზიანებები მიიღო.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, მტერმა სამიზნედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ამოიღო. თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ფედოროვის ცნობით, 11 და 13 წლის ძმებმა თავდასხმისას სხეულის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორად აფასებენ.
რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსული უპილოტო საფრენი აპარატები რეგულარულად უტევენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. უკრაინული მხარე აგრძელებს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას და მიყენებული ზარალის დათვლას.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.